თავში

"ოცნება" რეფორმის საფარქვეშ საკუთარი ინტერესების "გაძვრენას" ცდილობს - ბურჯანაძე

"ოცნება" რეფორმის საფარქვეშ საკუთარი ინტერესების
ოცნება რეფორმის საფარქვეშ საკუთარი ინტერესების გაძვრენას ცდილობს - ბურჯანაძე

არანაირი იმედი არ მაქვს იმისა, რომ "ქართული ოცნება" შეასრულებს დანაპირებს და მიიღებს ისეთ "საარჩევნო კოდექსს", რომელიც საარჩევნო გარემოს მართლა გააუმჯობესებს, - ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, "ქართული ოცნება" რეფორმის საფარქვეშ, თავისი ინტერესების გამომხატველი ნორმების "გაძვრენას" ცდილობს. 

"ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ცვლილებები, რომელიც მიიღო 14 მაისს ცესკო-მ. ამის მიუხედავად, ჩვენი პოზიცია ხმამაღლა უნდა დავაფიქსიროთ. ჯერ ერთი, პირველი შემთხვევაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მხოლოდ ე.წ. საპარლამენტო პარტიებს ესაუბრება. ყველა დროს, მათ შორის, როდესაც მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვის იყვნენ „საარჩევნო კოდექსზე“ მომუშავე ჯგუფში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს მნიშვნელოვანია ახლაც, როდესაც არჩევნები გაყალბებულია და რეალურად არავინ იცის სინამდვილეში ვინ რამდენი პროცენტი მოიღო და ჩვენ, ნამდვილად ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი.

ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს ძალიან მკვეთრ პოზიციას და იმედი მაქვს, რომ ე.წ. ხელმომწერი პარტიები ხმამაღლა გაახმოვანებენ მიშელის დოკუმენტის დარღვევას, რომ ხელისუფლება მართლაც ცდილობს "გააძვრინოს" ვითომ რეფორმის საფარქვეშ თავისი ინტერესების გამომხატველი ნორმები. ასევე, ხმამაღლა ეტყვიან ჩვენი კოლეგები ბრიუსელს იმას, რომ რეალურად შეთანხმება არ სრულდება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system