თავში

ქადაგიშვილი: ბევრი გამოწვევა გვაქვს

ქადაგიშვილი: ბევრი გამოწვევა გვაქვს
ქადაგიშვილი: ბევრი გამოწვევა გვაქვს

"4 წელი თქვენთან ერთად გატარებული იყო და არის ჩემს ცხოვრებაში ჩემი საუკეთესო წლები. ბევრი გამოწვევა გვაქვს ჩვენ, ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ, როგორც იტყვიან, საქმე გასაკეთებელი და საზრუნავი საკმაოდ დაგვრჩა,"- ამის შესახებ, პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილმა, წარდგენისას განაცხადა.

"4 წელი თქვენთან ერთად გატარებული იყო და არის ჩემს ცხოვრებაში ჩემი საუკეთესო წლები. ბევრი გამოწვევა გვაქვს ჩვენ, ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ, როგორც იტყვიან, საქმე გასაკეთებელი და საზრუნავი საკმაოდ დაგვრჩა. ამიტომ, როცა დადგა ჩემი კანდიდატურა, მე მხოლოდ და მხოლოდ ამას განვიხილავ, როგორც უკვე ერთად გაკეთებული და გავლილი გზის გაგრძელებას, რომელიც ემსახურება და მოემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი, უფრო აღჭურვილი იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მას მისცემს მეტ საშუალებას რომ უფრო ეფექტურად, უფრო სწრაფად და კონკრეტულად მოემსახუროს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს,"-განაცხადა ქადაგიშვილმა. 

ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system