თავში

კახა კალაძე: ყველას კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება

კახა კალაძე: ყველას კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება
კახა კალაძე: ყველას კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება

"ყველას, ვინც გაბედავს დანაშაულის ჩადენას, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა წინასაარჩევნო პროცესისა და მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით, წინასაარჩევნო კამპანია, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, არის ფიზიკური დაპირისპირების კონკრეტული სამწუხარო ფაქტები და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

წინასაარჩენო კამპანია, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. არის კონკრეტული სამწუხარო ფაქტები, სადაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და მე აქ არ დავიწყებ იმის გარჩევას თუ რომელი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი ძალადობა და შესაბამისად, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი და ვინც გაბედავს დანაშაულის ჩადენას, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system