თავში

კახა კალაძე: თემა დახურულია, არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით

კახა კალაძე: თემა დახურულია, არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით
კახა კალაძე: თემა დახურულია, არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით

თემა დახურულია, 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა "ქართული ოცნების" ცალმხრივი ინიციატივა იყო, მიუხედავად გუნდის წევრების ძალისხმევისა, კენჭისყრაზე კანონპროექტმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მიიღო. აღნიშნული შედეგი, მაჟორიტარი დეპუტატების ბუნებრივ წინააღმდეგობასთან ერთად, დესტრუქციული ოპოზიციის უპასუხისმგებლო ქმედებებმაც განაპირობა. ყველასათვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი, დღეის მდგომარეობით არ არსებობს. შესაბამისად, თემა დახურულია. არჩევნები 2020 წელს ჩატარდება შერეული სისტემით" - განაცხადა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system