თავში

კახა კალაძემ კახეთის ეკონომიკური განვითარება შეაფასა

კახა კალაძემ კახეთის ეკონომიკური განვითარება შეაფასა
კახა კალაძემ კახეთის ეკონომიკური განვითარება შეაფასა

"ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტი ძლიერი ეკონომიკაა. წელს ერთ-ერთი საუკეთესო რთველი და უხვი მოსავალია, რაც ძალიან სასიხარულოა, ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის მხარდამჭერის პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან წარმატებით ხორციელდება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. 

მან გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენაზე განაცხადა, რომ პანდემიამ ეკონომიკური წინსვლა შეაჩერა, თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინებით "შევძლებთ გამარჯვებას". 

 "სიღნაღში უფრო და უფრო ვითარდება საოჯახო ტიპის სასტუმროები, ტურისტული მიზიდულობის წერტილები და კახური სუფრაც უცხოელი სტუმრებისთვის კიდევ უფრო ნაცნობი და ახლობელი ხდება. სამწუხაროდ, პანდემიამ ეს პროცესი შეაფერხა და როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც ვებრძვით ამ უხილავ ვირუსს. დარწმუნებული ვარ, აქაც ერთიანი ძალისხმევით, თავდაუზოგავი შრომით შევძლევთ გამარჯვებას. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რასაც დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან", - განაცხადა კახა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system