თავში

კახა კალაძემ ოთხი ტელევიზიის შეთავაზებულ დებატებზე უარი თქვა

კახა კალაძემ ოთხი ტელევიზიის შეთავაზებულ დებატებზე უარი თქვა
კახა კალაძემ ოთხი ტელევიზიის შეთავაზებულ დებატებზე უარი თქვა

დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე უარს ამბობს ოთხი ტელევიზიის შეთავაზებაზე, გამართოს საერთო დებატები არჩევნების კვალიფიციურ სუბიექტებთან და ამბობს, რომ დებატებზე მხოლოდ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მივა. 

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მე არასდროს თქვენთვის არ მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც აკეთებთ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით, უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე არიან გადასულები“, - უთხრა კახა კალაძემ მედიას.

ტელეკომპანიებმა „ფორმულამ", „მთავარმა არხმა", „ტვ პირველმა" და „კავკასიამ" 10 სექტემბერს საჯაროდ მიიწვიეს დებატებზე თბილისის მერობის სამი კანდიდატი, რომლებიც, მათი განცხადებით, ბოლო გამოკვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system