თავში

კახა კალაძეს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს - თალაკვაძე

კახა კალაძეს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს - თალაკვაძე
კახა კალაძეს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს - თალაკვაძე

კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. ის არის ძალიან წარმატებული მერი და რა თქმა უნდა, ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატის წარდგენა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდება. 

"არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე წარვადგენთ ჩვენი გუნდის კანდიდატს არჩევნებში. ასე მოხდება ახლაც. თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე იმართება და ჩვენ საზოგადოებას აუცილებლად წარვუდგენთ კანდიდატებს. კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. ის არის ძალიან წარმატებული მერი და რა თქმა უნდა, ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system