თავში

კახა კოჟორიძის ინფორმაციით ე.წ შავი სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება

კახა კოჟორიძის ინფორმაციით ე.წ შავი სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება
კახა კოჟორიძის ინფორმაციით ე.წ შავი სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ე.წ შავი სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. მისივე განმარტებით, პირველ ათეულში იქნებიან ადამიანები, რომელთა ქმედებებშიც პოლიტიკური დაკვეთის შესრულების ნიშნები იკვეთება.

„უახლოეს დღეებში იქნება პირველი 10-კაციანი სია ადამიანებისა, რომელთა ქმედებებში მიგვაჩნია, არის იმის ნიშნები, რომ დღეს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა, მათ შორის პოლიცია, პროკურატურა, თუ სასამართლო, ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ტენდენციას სულ უფრო მზარდი სახე აქვს, სამართალდამცავი სისტემიდან სულ უფრო მეტი ადამიანი არის ჩართული უკანონო ბრძანების შესრულებაში. ეს აზიანებს მთლიანად ამ სისტემას. ამიტომ, აუცილებელია, ამ ტიპის მუშაობით პირველ რიგში მივაწოდოთ შეტყობინება ქართულ საზოგადოებას და სამართალდამცავ სისტემას, ძვირფასო პოლიციელებო, პროკურორებო და მოსამართლეებო, პოლიტიკური დაკვეთის შესრულება დანაშაულია, ეს არ ჩაიდინოთ, ამით სახელმწიფო სუსტდება და ზიანდება. თუ თქვენ ამას მაინც გააკეთებთ, როდესაც პოლიტიკური ხელისუფლება შეიცვლება, და ეს აუცილებლად მოხდება 2020 წელს, თქვენ, როგორც მინიმუმ, მოგიწევთ, სისტემას დაემშვიდობოთ, გათავისუფლდეთ, რადგან ეს არის დანაშაული, პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, ადამიანის დაკავება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართული ოცნებისგან“ დაგირეკეს, არის დანაშაული და ასეთი მაგალითები დაგვიგროვდა. პირადად ვმონაწილეობდი პროცესებში, ნოემბრის და დეკემბრის მოვლენების დროს, როცა არაერთი ადამიანი დააკავეს, სასამართლო პროცესში არც მტკიცებულება, არც არგმუმენტი, არაფერი იყო აბსოლუტურად, მაგრამ პოლიციელი მოვიდა და ტყუილი ისაუბრა სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ტყუილის საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები სანამ სისტემაში იქნებიან, არ უნდა ველოდოთ არანაირ ცვლილებას, რომ სისტემა გაჯანსაღდება“ ,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კოჟორიძის განმარტებით, ე.წ. შავ სიაში შესულ ადამიანებს ხელისუფლების ცვლილებისთანავე, მინიმუმ, თანამდებობის დატოვება მოუწევთ. 

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის სპეციალურმა, ინტერპარტიულმა კომისიამ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული გუშინ შეათანხმა.

კომისიის წევრებმა ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

ოპოზიციის განმარტებით, ეს სია დასავლელ პარტნიორებს გადაეცემათ, მისი მიზანი კი სანქციების დაწესება იქნება, რომელიც გულისხმობს როგორც ფინანსურს, ასევე გადაადგილების შეზღუდვას.
მათივე განმარტებით, შეიქმნება მეორე, დაზარალებული ადამიანების სიაც, რომელიც 8 იანვარს გამოქვეყნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system