თავში

კახა კუჭავა დეპუტატის მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის

კახა კუჭავა დეპუტატის მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის
კახა კუჭავა დეპუტატის მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე კახა კუჭავა კახა კუჭავა პოსტთან ერთად, საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის.

როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, კუჭავა პარლამენტს ტოვებს, თუმცა რჩება გუნდში - პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში.

"საკითხი განხილული იყო როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე უმრავლესობის სხდომაზე. კახა კუჭავამ ახსნა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის კურსში ვართ იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც კახას აქვს თავისი სურვილები და მოსაზრებები. ის რჩება გუნდში, პოლიტსაბჭოში, თანამდებობაზე პარტიაში და გაუძღვება მიმართულებას, რასაც მალე გაიგებს საზოგადოება. მან როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ საქმიანობას ალღო ძალიან კარგად აუღო და თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ პარლამენტის ერთ-ერთი წარმატებული თავმჯდომარეა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system