თავში

კახა კუჭავა: მეამაყება ირაკლი კობახიძესთან მეგობრობა

კახა კუჭავა: მეამაყება ირაკლი კობახიძესთან მეგობრობა
კახა კუჭავა: მეამაყება ირაკლი კობახიძესთან მეგობრობა

"ირაკლის ლიდერობით მიღწეული არაერთი წარმატება გვარწმუნებს, რომ მისი თავმჯდომარეობით „ქართული ოცნება“ დასახავს კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს და წარმატებით განახორციელებს მათ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა კახა კუჭავამ განაცხადა. 

მან ირაკლი კობახიძეს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა. 

"იგი 1996 წელს გავიცანი, იურიდიულ ფაკულტეტზე - გამორჩეული იყო თავისი თავმდაბლობით, გულწრფელობით, მეგობრობით, იუმორით, განათლებითა და ცოდნით. მეამაყება ირაკლისთან მეგობრობა და მჯერა, რომ მისი მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა. კიდევ ერთხელ, ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და ვუსურვებ წარმატებას შემდგომ საქმიანობაში”, - ნათქვამია ირაკლი კუჭავას მილოცვაში, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system