თავში

კალაძე: არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა სურთ

კალაძე: არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის
კალაძე: არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა სურთ

"2012 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა, განხორციელდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები. თუმცა, დღესაც ბევრია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული გამოწვევები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია სურთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მშვიდობიანი, თავისუფალი გარემოა და მოქალაქეებს სახელმწიფოს ნდობა აქვთ, სახელმწიფო კი თავის მხრივ საკუთარ მოქალაქეს გვერდით უდგას. ჩვენი ქვეყნის წინაშე საგარეო გამოწვევებიც მრავლად არის.

"ჩვენი გუნდი მზადაა თქვენთან ერთად ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს, გაუმკლავდეს ისეთივე წარმატებით, როგორც ეს კორონავირუსის პირველი ტალღის მართვის შემთხვევაში მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და საქართველოს წარმატებაზე ზრუნვას, საქართველოს განვითარებაზე ზრუნვას ერთიანი ძალისხმევით განვაგრძობთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system