თავში

კალაძე: ბრძოლა აქვთ ერთმანეთში გაჩაღებული

კალაძე: ბრძოლა აქვთ ერთმანეთში გაჩაღებული
კალაძე: ბრძოლა აქვთ ერთმანეთში გაჩაღებული

ოპოზიციას ერთმანეთში ადგილების განაწილების მხრივ უთანხმოება აქვს. კონკურენცია პოლიტიკური ცხოვრებისთვის ძალიან კარგია - ამი შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის განცხადებით, თუ ოპოზიცია არჩევნებზე 40%-ს აიღებს ეს ძალიან კარგი შედეგი იქნება.

"ოპოზიციამ საერთო ჯამში თუ 40%-ს მიაღწია, ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება მათთვის. მე ერთი რაც მომწონს და რაც ძალიან კარგია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ეს არის ის, რომ მათ აქვთ სერიოზული კონკურენცია ერთმანეთში. დაპირისპირებებიც კი იყო და შეიძლება ახლაც გრძელდება. ის, რომ ვინ გავა მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე, მეხუთეზე?! ვინ შევა ერთი ან ორი ადამიანით პარლამენტში?! ეს ბრძოლა აქვთ ერთმანეთში გაჩაღებული და ეს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა საბოლოო ჯამში ამომრჩეველზე და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული, ვის მისცემს იმის შესაძლებლობას შევიდეს ქვეყნის პარლამენტში"- განაცხადა კახა კალაძემ 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system