თავში

კალაძე ევროპარლამენტარებს უგულავას საქმის შესასწავლად მისიის გამოგზავნას სთავაზობს

კალაძე ევროპარლამენტარებს უგულავას საქმის შესასწავლად მისიის გამოგზავნას სთავაზობს
კალაძე ევროპარლამენტარებს უგულავას საქმის შესასწავლად მისიის გამოგზავნას სთავაზობს

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტს სთავაზობს, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა. 

„მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წევრ ევროპარლამენტარების უგულავას საქმეზე ინფორმაციის მიწოდების გარდა, ჩვენ შევთავაზეთ მათ საქართველოში ევროპარლამენტის მისიის გაგზავნა, სისხლის სამართლის საქმის დეტალების, პროცედურული მხარის შესასწავლად და შესაფასებლად, სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“, – წერს კახა კალაძე.

ცნობისთვის, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან და ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავენ.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system