თავში

კალაძე: "ქართულ ოცნებას" არანაირი კოალიცია არ ჭირდება

კალაძე: "ქართულ ოცნებას" არანაირი კოალიცია არ ჭირდება
კალაძე: ქართულ ოცნებას არანაირი კოალიცია არ ჭირდება

""ქართულ ოცნებას" არანაირი კოალიცია არ ჭირდება, ყოველ შემთხვევაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ასეთია რეალობა,"- ამის შესახებ თბილის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, ოცდაათივე ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარები პირველივე ტურში გაიმარჯვებენ, თუმცა შეიძლება იყოს ერთი ან ორი მეორე ტურის შემთხვევა.

" "ქართული ოცნების" მაჟორიტარები, ოცდაათივე ოლქში, ძალიან დიდი შესაძლებლობით პირველივე ტურში დაამთავრებენ არჩევნებს, თუმცა, თუ იქნება ისეთი ერთი ან ორი შემთხვევა, სადაც მეორე ტურის აუცილებლობა იქნება, ესეც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ეს დემოკრატიული პროცესების ნაწილია. ბევრი არჩევნები გვახსოვს, სადაც ყოფილა მეორე ტურები და აბსოლუტურად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენ. მთავარი არის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, თანაბარ პირობებში, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს და ექნება შესაძლებლობა ჩაატაროს თავის კამპანია,"- განაცხადა კახა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system