თავში

კალაძე: "ქართული ოცნება" არჩევნებზე 60%-მდე აიღებს

კალაძე: "ქართული ოცნება" არჩევნებზე 60%-მდე აიღებს
კალაძე: ქართული ოცნება არჩევნებზე 60%-მდე აიღებს

არჩევნებზე ქართულ ოცნებას ხმების რაოდენობის 60%-მდე აღების შესაძლებლობა აქვს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, ამის თქმის საფუძველს ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მათი დამოკიდებულება აძლევს.

"დაველოდოთ 31 ოქტომბერს. დაახლოებით 60%-მდე აღების შესაძლებლობა აქვს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ამომრჩეველზე. როდესაც ჩვენ ხვდებით მოსახლეობას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, იმ დამოკიდებულებას, იმ მხარდაჭერას, რასაც ვგრძნობთ, აი ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის საფუძველსა და იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვინც გაიმარჯვებს ყოველივე პრობლემების გარეშე და ძალიან დიდი უპირატესობით, ეს არის ქართული ოცნება,"- განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system