თავში

კალაძე: მინდა ბოდიში მოვუხადო თანამებრძოლებს

კალაძე: მინდა ბოდიში მოვუხადო თანამებრძოლებს
კალაძე: მინდა ბოდიში მოვუხადო თანამებრძოლებს

თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ პანდემიის ფონზე ამომრჩევლებთან მასშტაბური შეხვედრები ვერ ხერხდება.

მისი თქმით, ამ მიზეზით რეგიონებში იმაზე პატარა შეხვედრები ეწყობა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენს თანამებრძოლებს, თანაგუნდელებს იმიტომ, რომ პანდემიის გამო არ გვეძლევა შესაძლებლობა, ადამიანებთან შეხვედრები განსხვავებულ ფორმატში წარვმართოთ. ჩვენ ხალხმრავალ შეხვედრებს ვართ მიჩვეული, მაგრამ არსებული პანდემიის გამო ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი ჰქონდა დღეს ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა ამის ორგანიზება. ამიტომ რეგიონებში ჩვენი შეხვედრები შედარებით პატარაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system