თავში

"ქალბატონო თაკო, თუ არ გცალიათ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ" - თეა წულუკიანი

"ქალბატონო თაკო, თუ არ გცალიათ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ" - თეა წულუკიანი
ქალბატონო თაკო, თუ არ გცალიათ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ - თეა წულუკიანი

"ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო, დრო თუ არ გაქვთ და არ გცალიათ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაბრძანდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ", - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატ თაკო ჩარკვიანს.

ჩარკვიანი მინისტრისგან დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდა.

"ქალბატონი თამარი ამბობს, პარლამენტში იმიტომ შემოვედი, რომ იქიდან ჩამოგათრიოთ, სადაც ხართო. ეს სიძულვილის ენა არ არის?! - ეს სიყვარულით ნათქვამია, არა უშავს! ქალბატონი თაკო სიყვარულს ასხივებს. ის პარლამენტში დასკუპებული იმიტომ დამხვდა, რომ აქედან ჩამოგვათრიოს. ვის ჩამოთრევას აპირებთ - შოთა ხაბარელის?! ამისთვის ცოტა მეტი კუნთები დაგჭირდებათ! მე შეიძლება ჩამომათრიოთ, მაგრამ ალბათ ბატონი ყაველაშვილის ჩამოთრევაც არ იქნება ადვილი", - მიმართა წულუკიანმა ჩარკვიანს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system