თავში

კაპანაძე: ეს იქნება ძალიან მძიმე შეცდომა

კაპანაძე: ეს იქნება ძალიან მძიმე შეცდომა
კაპანაძე: ეს იქნება ძალიან მძიმე შეცდომა

"ნაციონალური მოძრაობა" "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ ოლქში დათმობაზე წასვლას არ აპირებს და საკუთარი მაჟორიტარის დასახელებას აპირებს.

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, შეცდომა იქნება თუკი ოპოზიციური ერთობა დაირღვევა.

"თუ ამ შეთანხმების გადახედვა მოხდება, ეს იქნება ძალიან მძიმე შეცდომა. ეს იქნება შეცდომა, რომელსაც ამომრჩეველი, დარწმუნებული ვარ, პასუხს გასცემს. მე არ ვისურვებდი, რომ ეს შეცდომა დამდგარიყო. "ევროპული საქართველოს" მოსაზრება არის, რომ არსებული შეთანხმებები არ უნდა გადაიხედოს. პირიქით, იმისკენ უნდა ვისწრაფოთ ჩვენ ყველამ, რომ კიდევ თუ სადმე არის შესაძლებელი, რომ შევთანხმდეთ საერთო კანდიდატებზე, ამაზე ვიმუშაოთ და არა უკვე არსებული შეთანხმებები გადავხედოთ," - აღნიშნა კაპანაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system