თავში

კაპანაძე: ეს ცუდად იმოქმედებს ზოგადად შანსებზეც

კაპანაძე: ეს ცუდად იმოქმედებს ზოგადად შანსებზეც
კაპანაძე: ეს ცუდად იმოქმედებს ზოგადად შანსებზეც

"ჯამში ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ნაციონალურ მოძრაობაზე, ისე ზოგადად ოპოზიციის შანსებზეც, რომ ივანიშვილი დავამარცხოთ თბილისში," -  ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. 

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, ეს არის ძალიან მცდარი გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რაც დააზარალებს მთლიანად ოპოზიციას და შეამცირებს შანსებს, რომ ივანიშვილი თბილისში დამარცხდეს. 

"ეს გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის, რომ ისანში კონკურენტი დაუყენონ შეთანხმებულ კანდიდატს არის არასწორი და მცდარი გადაწყვეტილება და არის დიდი შეცდომა. ჯამში ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ნაციონალურ მოძრაობაზე, ისე ზოგადად ოპოზიციის შანსებზეც, რომ ივანიშვილი დაამარცხონ თბილისში. კარგი წინაპირობა იყო, რომ ყველა ოლქი იყო შეთანხმებული და ყველგან გვყავდა საერთო კანდიდატი, ეხლა ეს შეთანხმება იქნა გადახედილი, რაც არის ძალიან ცუდი. მიუხედავად ამისა ევროპული საქართველოს ამოცანა არის, რომ სადაც შესაძლებელია მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ ბიძინა ივანიშვილს, დავამარცხოთ ის პირველ ტურში შეთანხმებულ ოლქებში, ხოლო მეორე ტურებში ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის. კიდევ ერთხელ, კარგი იქნება, თუ მომავალში მაინც, ის შეთანხმებები, რომლებიც არის დადებული ოპოზიციურ პარტიებს შორის, იქნება ყველა მხრიდან შეთანხმებული და არ მოხდება რეგულარულად მათი გადახედვა, როგორც ამას აქვს პრაქტიკა ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან." - განაცხადა კაპანაძემ.

ნაციონალური მოძრაობა ისანში, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს კონკურენტს დაუყენებს ხატია დეკანოიძის სახით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system