თავში

კაპანაძე: ,,ოცნება" თანამშრომლობს ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელ ძალებთან

კაპანაძე: ,,ოცნება" თანამშრომლობს ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელ ძალებთან
კაპანაძე: ,,ოცნება თანამშრომლობს ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელ ძალებთან

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, DFRlab-ის ანგარიშს ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ პროსამთავრობო მედიის და პუტინისტური დაჯგუფების, ,,ქართული მარშის" კონტენტს არაავთენტიკურ ქცევაში შემჩნეული ანგარიშების ქსელი Facebook-ის მომხმარებელთა მოტყუების გზით ავრცელებდა.

კაპანაძის თქმით, ამ კვლევაში ჩანს ის, რაც უკვე დიდი ხანია ცნობილია საზოგადოებისათვის, რომ ,,ქართული ოცნება" და მასთან დაკავშირებული მედია რესურსები აქტიურად და კოორდინირებულად თანამშრომლობენ ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელ ჯგუფებთან.

„მათ აქვთ საერთო დღის წესრიგი, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან, საერთო მმართველობის ქვეშ არიან და ერთად ეწევიან პროპაგანდას მათ შორის, დასავლეთის წინააღმდეგ და ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ.

ის, რომ ასეთი ტიპის გვერდების იდენტიფიცირება და მათი დახურვა ხდება Facebook-ის მიერ, რომ აქტიურად არიან ჩართულნი ამაში სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციები, ეს ძალიან კარგია, რადგან ამ გზითაც მათ შორის ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ყველანი ერთად ,,ქართული ოცნების" ძალიან მავნებლურ და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდას.“ - განაცხადა კაპანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system