თავში

"კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს გადაედგა ნაბიჯი შეწყალებასთან დაკავშირებით" - ვაშაძე

"კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს გადაედგა ნაბიჯი შეწყალებასთან დაკავშირებით" - ვაშაძე
კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს გადაედგა ნაბიჯი შეწყალებასთან დაკავშირებით - ვაშაძე

"ეროვნული თანხმობა უნდა იყოს, შერიგება უნდა იყოს თუ რაღაც, ყველა ვხვდებით, რომ შეთანხმება გვჭირდება დღეს და არა 10 და 15 წელიწადში, რომ საქართველოს პერსპექტივა ჰქონდეს", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

"მე პოზიტიურად ვაფასებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას. რა შეიძლება იყოს ამ პროცესის შინაარსი, დრო გვაჩვენებს. ყველამ ის საკითხი უნდა დააყენოს, რომელიც მწვავედ მიაჩნია. მე მაგალითად, ვფიქრობ, რომ გარდა პოლიტიკური საკითხებისა ამ თანხმობის პროცესში უნდა იყოს საუბარი ფართომასშტაბიან ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც ასე სჭირდება ქვეყანას, რომ ნომერ პირველი პრობლემა გაჭირვება და უმუშევრობა დავამარცხოთ. მზად ვარ, მოვუსმინო ყველას და ასევე ვთხოვ ყველას, გაითვალისწინონ ჩვენი მოსაზრებები.

მე არ ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" ამის ინიციატორი იქნება, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ თვითონ პრეზიდენტს გადაედგა ეს ნაბიჯი შეწყალებასთან დაკავშირებით, რადგან ვითარებას დაამშვიდებდა და დააწყნარებდა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system