თავში

კარგია, რომ პრეზიდენტმა ასეთი მზაობა ღიად დააფიქსირა - ელისაშვილი

კარგია, რომ პრეზიდენტმა ასეთი მზაობა ღიად დააფიქსირა - ელისაშვილი
კარგია, რომ პრეზიდენტმა ასეთი მზაობა ღიად დააფიქსირა - ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კარგია რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების მზაობა გამოთქვა. 

ელისაშვილის თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად არის საჭირო. 

"კარგია, რომ პრეზიდენტი მზად არის შეწყალებასთან დაკავშირებით, რადგან მას რურუა უყვარს თუ არა, ან ვინმეს უყვარს თუ არა გიორგი რურუა, კითხვები აქვს თუ არა მის წარსულთან დაკავშირებით, ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. პოლიტიკურ კრიზისს განმუხტვა სჭირდება, ამისთვის ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სალომე ზურაბიშვილმა. კარგია, რომ ასეთი მზაობა ღიად დააფიქსირა", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას საკუთარი პირობებით შეიწყალებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system