თავში

"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა

"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა
ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა

"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა. 

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 20:30-ზე დაიწყება. 

დღევანდელ შეხვედრა სავარაუდოდ გადამწყვეტი იქნება და პარტიები შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ წინადადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

დღეს, 19 აპრილს კი, საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ პირობით შეიწყალებს, თუ პარტიები შეთანხმდებიან და ოპოზიცია პარლამენტში შევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system