თავში

"ქართული ოცნება" როგორც რეჟიმი, უკვე დამარცხებულია - ნიკა მელია

"ქართული ოცნება" როგორც რეჟიმი, უკვე დამარცხებულია - ნიკა მელია
ქართული ოცნება როგორც რეჟიმი, უკვე დამარცხებულია - ნიკა მელია

"ქართული ოცნება", როგორც რეჟიმი, არის უკვე დამარცხებული, როგორც მოძალადე ერთობა, არის უკვე დამარცხებული",  - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიამ საზოგადოებას 2 ოქტომბერს, არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. 

"საქართველოს თითოეული მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ მოქნეული ხანჯალი, დანა ნაჯახი და ა.შ. რასაც იყენებს ეს ხელისუფლება და ასე მიყენებული ჭრილობა მშვიდობიანი მოქალაქისთვის, არის ჩემი ჭრილობა. მე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვთამაშობ, ვარ ისეთი, როგორიც ვარ, ვარ გულანთებული და ვარ ალალი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ უნდა, რომ ამ ქვეყანას აღარ მართავდეს კანონიერი ქურდი, მორჩილი მოსამართლე, პროკურორი და დაბეჩავებული პოლიციის სამსახურები. ამ ბრძოლაში მე ვარ ასობით ათას საქართველოს მოქალაქესთან ერთად მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოს ჰქონდეს მომავალი, არა რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ცივილიზებულ სამყაროსთან. ამ ბრძოლაში გულანთებულები ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს დავუტოვოთ შანსი, რომ მათ თავისი წილი აგური დადონ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ვერასოდეს ვერ ავუვლი და ჩავუვლი გვერდს მოძალადეს, რომელიც ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, ბავშვებზე ახალგაზრდებზე და ჭარმაგ ადამიანებზე.

ვერასოდეს შევეგუები ვერც ივანიშვილს, ვერც კობახიძეს, ვერც ღარიბაშვილს, რაც არ უნდა ზონდერები და კრიმინალები იყვნენ. რაც არ უნდა დაშანტაჟებული ადამიანები ჰყავდეთ ამ ქვეყანაში, ვერასოდეს შევეგუები იმ მძიმე რეალობას, რომელსაც გავყავართ დასავლური სივრციდან.

დღემდე ხშირად მოგიწოდებდით, გთხოვდით, მოსულიყავით რეფერენდუმზე, მიგეღოთ მონაწილეობა უმნიშვნელოვანეს კენჭისყრაში, სადაც უნდა გადაწყდეს ამ სახელმწიფოს ბედი, მაგრამ დღეს მე, როგორც არასოდეს, დავრწმუნდი, რომ ყველანი ერთად შევიკვრებით, მივალთ, დავამარცხებთ უტიფრობას, მოძალადეებს, ნებისმიერმა თქვენგანმა ერთი წამით წარმოიდგინეთ თქვენი თავი, ერთ ულამაზეს სოფელში, განთიადში მშვიდობიანი კამპანიისთვის შეხვედრისთვის ემზადებით და 30 ზონდერი გესხმით თავს, დანებითა და ხანჯლებით გისწორდებიან და ამის შემდეგ გეუბნებიან, რომ შენ ხარ დამნაშავე. ერთი წამით წარმოიდგინეთ ღმერთისგან გადარჩენილი იმ ორი ადამიანის ადგილზე თავი. როდესაც 24 საათის განმავლობაში "ქართული ოცნების" პროპაგანდა იმაზე საუბრობს, რომ თავად მოაწყეს ეს პროვოკაცია.

არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე არ ვაპირებ შეგუებას. არ ვაპირებ არც ერთ დღეს, არც ერთი წუთით და წამით შევეგუო უსამართლობას. მე პირველივე დღიდანვე მახსოვს 2014 წელს რატომ ჩავერთე პოლიტიკურ პროცესში და რა იყო ჩემი მიზანი. ჩემი მიზანი არ არის, რომ ვუყურო მოძალადეებს როგორც ბოგინობენ. ჩემი მიზანი არის, რომ ეს ადამიანები ჩამოვაშორო ხელისუფლებას. ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის ტყვეობიდან გავათავისუფლო.

ვერ წარმომიდგენია, რომ "ქართული ოცნების" რიგებშიც კი, მოსწონდეთ, რასაც აკეთებს "ქართული ოცნების" სამსახურში ჩამდგარი სუს-ი. ვერ წარმომიდგენია, რომ "ქართული ოცნების" რიგებში ჩამდგარ ადამიანებსაც კი მოსწონდეთ, როდესაც იციან, რომ ყველას, ბავშვს, მოზრდილს, სასულიერო პირს, დიპლომატს უსმენენ და "ქართული ოცნების" პასუხი არის უტიფრობა, რომ ეს ასე არ ხდება.

დღეს ყველამ კარგად დავინახეთ, რაზე დგას ხელისუფლება, დავინახეთ ის ადამიანები, ვისზეც დგას წლების განმავლობაში ეს ხელისუფლება. ზონდერებზე დგას და ვერც ერთ მართალ ადამიანს კრიმინალებითა და ზონდერებით ხელს ვერ ააღებინებთ მართალი საქმისგან. რატომ იცით? რადგან ვართ მართლები და მორალური უპირატესობა გადავდოთ გვერდით სიმართლეა ჩვენს მხარეს.

ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს, ყველა უბანს დავიცავთ და ყველა შემაჯამებელ საარჩევნო ოქმს გამოვიტანთ ხელუხლებელს. საქართველო, ქართველი ადამიანი, ერი მისი ამაყი და პატიოსანი გამარჯვებას იზეიმებს მოძალადეებზე, ეს არის ის, რაც მოხდება 2 ოქტომბერს. 2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია, ჩვენ, ყველანი ვწერთ ისტორიას 2 ოქტომბერს. გამხნევდით, ვერც ერთ მოძალადე, კრიმინალი, პროვოკატორი ვერ გადაგვახვევინებს მართალი და ჭეშმარიტი გზიდან. ვერც ერთი მოქნეული ხანჯალი და ვერც ერთი მოქნეული დანა, ამ სახელმწიფოს არსებობას ვერ შეაწყვეტინებს", – განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system