თავში

"ქართული ოცნების" დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს - ლილუაშვილი

"ქართული ოცნების" დღის წესრიგი აღარ შეესაბამება
ქართული ოცნების დღის წესრიგი აღარ შეესაბამება  ხალხის საჭიროებებს - ლილუაშვილი

"ქართული ოცნების" როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს, - ამის შესახებ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომელმაც პარტია "ქართული ოცნება" დღეს დატოვა.

ლილუაშვილის თქმით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია მოსახლეობის გამოწვევების დასაძლევად უნდა იყოს მიმართული , თუმცა ეს ასე არ ხდება. 

"ჩვენ რამდენიმე თვეა უკვე ვაკვირდებით რადიკალიზაციით გაჯერებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანის, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია მიმართული  უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების და მათი ოჯახების ყოველდღიურ სოციალურ, ეკონომიკურ ჯანდაცვის გამოწვევებზე, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ამ ადამიანებმა უკვე აღარ იციან როგორ მიგვანიშნონ, რომ მათთვის მთავარი პრობლემა დღეს არის გაზრდილი სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია და არ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნებისა თუ მოპოვებისთვის გაჩაღებული დოღი. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში, "ქართული ოცნების" როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.   

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" 6 დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა დატოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system