თავში

"ქართულმა ოცნებამ" გამოხატა ნება, აპატიოს მელიას უმძიმესი დანაშაული - კობახიძე

​"ქართულმა ოცნებამ" გამოხატა ნება, აპატიოს მელიას
ქართულმა ოცნებამ გამოხატა ნება, აპატიოს მელიას უმძიმესი დანაშაული - კობახიძე

"ქართულმა ოცნებამ" გამოხატა ნება, აპატიოს ნიკანორ მელიას უმძიმესი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა 2019 წლის ივნისში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება და დანარჩენი დამოკიდებულია ნიკანორ მელიაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, 20 ივნისს ყველაზე მძიმე დანაშაული ნიკა მელიამ ჩაიდინა და თუ მას ამნისტია შეეხება, მაშინ ყველას უნდა შეეხოს. 

"მას შეუძლია, მიიღოს ან არ მიიღოს ეს პატიება. ჩვენ ვხელმძღვანელობთ დოკუმენტის ტექსტით და შინაარსით, რომელზეც განმარტებები ელჩებმა და კრისტიან დანიელსონმა გააკეთეს. ეს განმარტებები იყო ამნისტიის კანონზე მსჯელობის დროს. ამ შინაარსის თანახმად, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც დაკავშირებულია ამ მოვლენებთან და ვის წინააღმდეგაც აღიძრა ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. 20 ივნისის ღამეს ყველაზე მძიმე დანაშაული ჩაიდინა ნიკანორ მელიამ. აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება ნიკანორ მელიას, მაშინ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა სხვასაც, ვისაც შეიძლება, ამ მოვლენების დროს დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი. უნდა შეეხოს აბსოლუტურად ყველას და ეს ასე იყო განმარტებული ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც", - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system