თავში

კაცი საოპერაციო მაგიდაზეა - კალაძე

კაცი საოპერაციო მაგიდაზეა - კალაძე
კაცი საოპერაციო მაგიდაზეა - კალაძე

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ვასილ მაღლაფერიძის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვება არანაირ პოლიტიკურ უთანხმოებას არ უკავშირდება და ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობითაა განპირობებული.

„უკვე გავრცელდა ინფორმაცია ვასილ მაღლაფერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. მგონი, კაცი საოპერაციო მაგიდაზეა. ასე რომ, ცხადი იყო ის ახსნა-განმარტებები, რომელიც გაკეთდა. საქმიანობა, რომელსაც ის ეწეოდა, საჭიროებს ყოველდღიურ მუშაობასა და ქმედებებს“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განმარტებით, ის პოლიტიკურ თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system