თავში

კაცობის არავითარი ნიშანწყალი არ აქვს - კობახიძე მელიაზე

კაცობის არავითარი ნიშანწყალი არ აქვს - კობახიძე მელიაზე
კაცობის არავითარი ნიშანწყალი არ აქვს - კობახიძე მელიაზე

"ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის", - ასე მოიხსენია  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია.

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მელიას კრიმინალი უწოდა.

"ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის, ამას უკავშირდება მათ შორის ის დანაშაულებიც, რომელიც მისი მხრიდანაა ჩადენილი და ის რიტორიკა, რომელსაც დღეს ჩვენ მისგან ვისმენდით. 

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ. ყველას გახსოვთ ნიკანორ მელიას ეს ცნობილი ფრაზა. ყველას ისიც ძალიან კარგად გახსოვთ, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველეს ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ, ვერც ერთმა და ვერც მეორემ", - განაცხადა კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system