თავში

კელი დეგნანი პარლამენტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

კელი დეგნანი პარლამენტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციე
კელი დეგნანი პარლამენტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

კელი დეგნანი პარლამენტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენმ მოუწოდებს. აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ვენეციის კომისია საპატივცემულო ორგანიზაციაა, რომელიც თავის სამუშაოს ძალიან სერიოზულად უდგება. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა საკანონმდებლო პროექტი ვენეციის კომისიას მიმოხილვისთვის გაუგზავნა და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახლა პარლამენტმა დანერგოს ის რეკომენდაციები, რომლებიც ორგანიზაციამ წარმოადგინა.

"რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ საკვანძო ასპექტები არ იყო შეტანილი კანონპროექტში და საჭიროებს შეტანას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი პლენარულ სესიამდე დარჩენილ რამდენიმე დღეს გამოიყენებს იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის მიერ განსაზღვრული საკვანძო რეკომენდაციები ასახოს კანონპროექტში. ეს არის ის, რაც მოსახლეობას სჭირდება - როდესაც ოქტომბერში საარჩევნო უბნებზე მივლენ, უნდა დაინახონ, რომ მათი საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ისე რომ, მათ ჰქონდეთ სრული რწმენა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system