თავში

ხალხმა საკმარისად იძინა, ახლა გირჩევ გონს მოდი ბიძინა! - თაკო ჩარკვიანი

ხალხმა საკმარისად იძინა, ახლა გირჩევ გონს მოდი ბიძინა! - თაკო ჩარკვიანი
ხალხმა საკმარისად იძინა, ახლა გირჩევ გონს მოდი ბიძინა! - თაკო ჩარკვიანი

პარტია ,,კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

,,ვაქცინა არ შემოაქვთ (ვერ და არ)!

ხალხი სახლებში გამოამწყვდიეს უმუშევრად!

ბიზნესი აღარ არსებობს გაკოტრებულია!

ოჯახები შიმშილობენ!

ადამიანებს დასამარხი ფული არ აქვთ!

2 დღეში სამოცდასამიათასმა ადამიანმა მიაკითხა (უცხოეთში დასარჩენად - სამუშაოდ ) გერმანიის საელჩოს!

ადამიანები სახლებს ყიდიან!

მთელი საქართველო ბანკშია ჩადებული!

მოხუცები წამალს ვერ ყიდულობენ! ახალგაზრდები განათლებას ვერ იღებენ, ვერც მუშაობენ!

აცრები არ ტარდება ვაქცინაცია არც დაწყებულა!

ექიმები დღე და ღამე შრომობენ, ერთჯერადი შეფუთვაც კი არ აქვთ წესიერი ( მადლობა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის)

მესამე ტალღას ალბათ ვეღარ გაუძლებენ!

ქარხნები ჩვენთან არ გუგუნებს და ფაბრიკები!

კორუფცია და ნეპოტიზმი მძვინვარებს!

კორუფციონერი ჩინოვნიკების სასახლეების მშენებლობას , მანქანების და ჯიპების და საათების კოლექციას უყურებს ხალხი!

მკვლელობები, გაუხსნელი საქმეები, კრიმინალის თარეში!

ბოსხის ტილოს დაამსგავსეს ქვეყანა!

ჰოდა ხელისუფლებავ ! სანამ სტაფილო ან გვირილა არ მიგახატათ ხალხმა , ზუსტად ისე, როგორც ფერწერულ ტილოზე აქვს ბოსხს, მანამდე არ მოხვალთ აზრზე ისე ვატყობ!!!!!!!

რა ოპოზიცია და რა "ამისტი და იმისტი"?! რა შუაშია ვინმე!

გამოვიდეთ ხალხნო ამ ყველაფრის გამო!

და მერე ნორმალურ არჩევნებში ვისაც გინდათ მიეცით ხმა ჩვენი ოჯახების - სახელმწიფოს საკეთილდღეოდ!!!!

გავიდა ცხოვრება და მიაქვთ ჩვენი შვილების მომავალი და მოხუცთა სიბერე კორუფციაში ჩაფლულ ბიუჯეტის მძარცველ ხელისუფლებას!

ეს პოლიტიკური ტერორიზმია!

პოლიტიკური ტერორიზმი მძვინვარებს ქვეყანაში!

მოსამართლე ბიძინა!

პროკურორი ბიძინა!

ხალხის დამსჯელი და ვაქცინის არშემომტანი ბიძინა!

საქართველოში ამ გაჭირვების ჟამს გამდიდრებული ბიძინა!

ხეების და თვალების მთხრელი ბიძინა!

გავრილოვის შემომყვანი ბიძინა!

ჰოდა ხალხმა საკმარისად იძინა და

ახლა გირჩევ გონს მოდი ბიძინა!", - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system