თავში

ხანდახან გულწრფელი თანაგრძნობაც კი მიჩნდება მელიას მიმართ - მდინარაძე

ხანდახან გულწრფელი თანაგრძნობაც კი მიჩნდება მელიას მიმართ - მდინარაძე
ხანდახან გულწრფელი თანაგრძნობაც კი მიჩნდება მელიას მიმართ - მდინარაძე

„ნაციონალური მოძრაობის” ქმედებების სამომავლო მოლოდინებთან დაკავშირებით ვერსიების განხილვას ვერ დავიწყებ, უპროგნოზო პოლიტიკური ძალა გახდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხანდახან გულწრფელი თანაგრძნობაც კი უჩნდება ნიკა მელიას მიმართ, იმდენად დააკნინა "ნაცმოძრაობამ" მისი, როგორც პოლიტიკოსის როლი.

"მათ სცადეს, ქვეყანა იმგვარად შეეყვანათ ჩიხში, რომ გამოსავალი არ ყოფილიყო. გამოსავალი მოიძებნა და ხელოვნური კრიზისი დასრულდა, რითაც "ნაცმოძრაობა" ჩიხში შევიდა. თავისი თავი შეიყვანეს ჩიხში ისევე, როგორც უნდოდათ, ნიკა მელიას პატიმრობის საკითხი ყოფილიყო რაღაც რევოლუციური ქმედებების წინ წამძღოლი და ამ ადამიანის თავმოყვარეობაზე გაიარეს. ხანდახან გულწრფელი თანაგრძნობაც კი მიჩნდება ხოლმე, იმდენად დააკნინეს მისი, როგორც პოლიტიკოსის როლი, იმდენჯერ გადაათქმევინეს თავისი ნათქვამი და იმდენი აბსურდული რამე ათქმევინეს. ნიკა მელია, რომელიც მათი გეგმის მიხედვით უნდა გამხდარიყო გმირი და მანდელას დონეზე აეყვანათ, სასტიკად დაამცირეს და ცუდად მოექცნენ. მისმა პარტიამ და რეალურმა ლიდერმა, სააკაშვილმა მისი ფაქტორი ძალიან ცუდად გამოიყენეს, ვერც მიზანს მიაღწია, პარტია ჩიხში შეიყვანა, ეს ადამიანი თან ციხეში ამყოფა და მისგან ვერც გმირი ვერ გამოიყვანა. ახლა ამ ჩიხში არიან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system