თავში

ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის ინიციატივას უერთდება

ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის ინიციატივას უერთდება
ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის ინიციატივას უერთდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ საერთო ეროვნული შერიგებისთვის პროცესში თავადაც ჩაერთვება. 

მისი თქმით, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გულწრფელი დიალოგია საჭირო, ხოლო ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია საერთო ძალისხმევაზე ემყარება.

"არ ვიცი რამდენად გულწრფელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები შერიგებასა და კონსოლიდაციაზე, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს.

ეს აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა:

- ფიქრი და ქმედება მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციაზე, ნამდვილი სასამართლოს რეფორმის ნება; - მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე; - გულწრფელი და რეალური პოლიტიკური დიალოგი.

ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად კონსოლიდაციაზე დგას", - დაწერა ხატია დეკანოიძემ Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system