თავში

ხატია დეკანოიძე საარჩევნო შტაბში უკანონო შეღწევის შესახებ აცხადებს

ხატია დეკანოიძე საარჩევნო შტაბში უკანონო შეღწევის შესახებ აცხადებს
ხატია დეკანოიძე საარჩევნო შტაბში უკანონო შეღწევის შესახებ აცხადებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე წუხელ საარჩევნო შტაბში უკანონო შეღწევის ფაქტის შესახებ აცხადებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Facebook-ის გვერდზე დაწერა. 

მისი თქმით, საარჩევნო შტაბის წევრებმა გაიგეს შენობაში უცხო პირის გადაადგილების ხმა, თუმცა ადგილზე მისულებს მხოლოდ ნაფეხურები დახვდათ სკამებზე. 

"ღამე შტაბიდან რომ წამოვედით, ჩვენი ახალგაზრდები დარჩნენ.

უცებ ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს ჩემს ოთახში და სახურავზე. ავარდნენ მესამე სართულზე, მაგრამ იქ ვინც იყო გაიქცა.

უკანონოდ შეაღწიეს ჩვენს შტაბში და ჩემს ოთახში, სადაც ვიკრიბებით. გასაგებია ვინც შეაღწევდა და რისთვის.

ნაფეხურებია ჩემს ოთახში და სახურავზე. ისევ აპარატურის დასაყენებლად შევიდა სუსი", - წერს პოლიტიკოსი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system