თავში

ხაზარაძე: მესამე რაუნდის შეხვედრა სავარაუდოდ 2 დღეში ჩაინიშნება

ხაზარაძე: მესამე რაუნდის შეხვედრა სავარაუდოდ 2 დღეში ჩაინიშნება
ხაზარაძე: მესამე რაუნდის შეხვედრა სავარაუდოდ 2 დღეში ჩაინიშნება

დღეს ჩვენ მოვიტანეთ შეჯერებული წინადადებათა პაკეტი. ძირითადი კომპონენტი არ შეცვლილა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ უამრავი სხვა საკითხია ამ პაკეტში, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ფასილიტატორმა ელჩებმა ოპოზიციას დაახლოებით 2 დღე თხოვეს, რათა  “ქართული ოცნებიდან” ჩამოყალიბებულ წინადადება მიიღონ და მესამე რაუნდის შეხვედრა ამის შემდეგ გაიმართება. 

"დღეს ჩვენ მოვიტანეთ შეჯერებული წინადადებათა პაკეტი. ძირითადი კომპონენტი არ შეცვლილა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ უამრავი სხვა საკითხია ამ პაკეტში. ჩვენმა ფასილიტატორმა ელჩებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო დაახლოებით 2 დღე, სანამ ჩვენ მივიღებთ “ქართული ოცნებიდან” ჩამოყალიბებულ წინადადებას და ამის მერე იმედია, რომ მოხდება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება. ჩვენ ველოდებით უახლოეს ორ დღეში ამ შეხვედრას. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ არ შეიცვალა ფუნდამენტურად საარჩევნო კოდექსი და დღევანდელი ცესკოს შემადგენლობა, ბუნებრივია მოლაპარაკება ვერ შედგება", - განაცხადა ხაზარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system