თავში

ხაზარაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეჯერებული პოზიცია არსებობდეს

ხაზარაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეჯერებული პოზიცია არსებობდეს
ხაზარაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეჯერებული პოზიცია არსებობდეს

ოპოზიციური პარტიების პოზიციაში არაფერი  შეცვლილა, თუმცა არის საკითხები, რომლებიც სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან უნდა შეაჯერონ, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ერთიანი შეჯერებული პოზიცია არსებობდეს. 

"ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ვალდებულები ვართ, რომ საკითხები სწრაფად გადაწყდეს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შეჯერებული პოზიცია არსებობდეს. ეს პოზიცია იგივეა, არაფერი ამ პოზიციაში არ შეცვლილა, თუმცა არის საკითხები, რომლებიც სხვადასხვა ოპოზიციურმა  პარტიებმა ერთმანეთთან უნდა შეაჯერონ", - განაცხადა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის, ოპოზიცია "ლელოს" ოფისში მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს და მოლაპარაკებები მესამე რაუნდის დაწყებამდე, სამომავლო მოქმედების გეგმებს განიხილავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system