თავში

"ხელი უნდა შევუწყოთ, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს" - ღარიბაშვილი

"ხელი უნდა შევუწყოთ, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს" - ღარიბაშვილი
ხელი უნდა შევუწყოთ, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს - ღარიბაშვილი

"მსოფლიო ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენლობებს საკვანძო ადგილი უკავია საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობებში, ჩვენს დიასპორასთან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიასპორასთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი იდეა მუშავდება და დიასპორის პოტენციალის, რესურსების გამოყენება აუცილებელია.

"ვამუშავებ სხვადასხვა იდეას, რომელიც უკავშირდება ჩვენს დიასპორას. ზოგადად ამ მიმართულებით ჩვენ უნდა გავააქტიუროთ მუშაობა, უფრო ძლიერი კოორდინაცია სჭირდება დიასპორას და დიასპორის პოტენციალის, რესურსების გამოყენება არის საინტერესო და აუცილებელი. ამიტომ, უნდა გავაძლიეროთ მათზე ზრუნვა, მეტი მხარდაჭერა სჭირდება ჩვენს დიასპორას, ხელი უნდა შევუწყოთ ყველას, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისთვის, თავდადებისთვის. თქვენი საქმიანობა მაღალ დონეზე უზრუნველყოფს საქართველოს ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ, ეფექტიან ურთიერთობას პარტნიორებთან და მომავალი მიმართულებების განვითარებას", - მიმართა ქართველ ელჩებს პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system