თავში

ხელისუფლება პანდემიის სახელით ჩვენს ფულს ანიავებს - ბობოხიძე

ხელისუფლება პანდემიის სახელით ჩვენს ფულს ანიავებს - ბობოხიძე
ხელისუფლება პანდემიის სახელით ჩვენს ფულს ანიავებს - ბობოხიძე

საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით  კატასტროფისკენ მიექანება, ხელისუფლებამ კი მარტივ გამოსავალს მიაგნო და სახლში ჩაგვკეტა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ბობოხიძის თქმით, მაშინ როდესაც მოსახლეობა სახლშია გამოკეტილი, ხელისუფლება მათი სახელით მილიონებს ფლანგავს. 

"ჩვენი სახელით იღებენ ფულს და სწორედ პანდემიის სახელით ჩვენს ფულს ანიავებენ და ითვისებენ. დარწმუნებული ვარ ისინი ემზადებიან, პოსტკოვიდური მდგომარეობისთვის, როდესაც ეს გაკოტრებული ადამიანები თავის ბიზნესებს იაფად გაყიდიან, ესენი მზად იქნებიან რომ იყიდონ. რაც ყველაზე მთავარია, საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით მიექანება კატასტროფისკენ და მე მესმის, რომ ხელისუფლებამ მართვის თვალსაზრისით რაღაც ვადით ჩაკეტოს ქვეყანა, ოღონდ ეს ვადა გამოყენებული უნდა ყოფილიყო მომზადებისთვის, რომ პანდემიის გავრცელების საფრთხე ნაკლები ყოფილიყო და გახსნისთვის ვყოფილიყავით მზად. საქართველოს ხელისუფლებამ მარტივ გამოსავალს მიაგნო, ჩაგვკეტა და ვზივართ სახლში. ამ დროს კი ჩვენი სახელით მილიონები და მილიარდები იფლანგება და მერე ეს იქნება ჩვენი გადასახდელი", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system