თავში

"ხელოვნურად ჭიანურდება დრო" - ირინა სარიშვილი

"ხელოვნურად ჭიანურდება დრო" - ირინა სარიშვილი
ხელოვნურად ჭიანურდება დრო - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

"ჩემი მოკრძალებული აზრით, არც ერთი მოთხოვნის, მათ შორის ყველაზე უმნიშვნელოსიც კი, შესრულებას ეს ხელისუფლება არ აპირებს, სანამ ამ მოთხოვნებს დღევანდელი ოპოზიცია აყენებს, რადგან ეს ოპოზიციის გამარჯვება იქნება.

ხელისუფლების გეგმით და ივანიშვილის ძველი დაპირების მიხედვით, ოპოზიციაც მე ვიქნებიო, გიორგი გახარიას გარშემო იკრიბება "ოპოზიციური" ძალა და სწორედ ამ ძალის გაპიარების და გაძლიერების მიზნით, ხელისუფლება წავა "დათმობაზე", როცა მოთხოვნები გახარიას დაჯგუფების მიერ დაისმება.

ეს გახლავთ, ჩემი აზრით, ხელისუფლების გეგმა და ამიტომაც ხელოვნურად ჭიანურდება დრო.

განიხილავს თუ არა დღევანდელი ოპოზიცია მოვლენათა განვითარების ზემოთ აღნიშნულ ვერსიას, ან აქვს თუ არა რაიმე გეგმა უახლოესი მომავლისთვის, ჩემთვის უცნობია.

იმედს ვიტოვებ რომ აქვს.

ბიძინა უნდა დაინგრეს!", - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system