თავში

დაესწრებით თუ არა სააღდგომო ლიტურგიას? - კითხვა მაია ცქიტიშვილს 

დაესწრებით თუ არა სააღდგომო ლიტურგიას? - კითხვა მაია ცქიტიშვილს 
დაესწრებით თუ არა სააღდგომო ლიტურგიას? - კითხვა მაია ცქიტიშვილს 

აპირებთ თუ არა დაესწროთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული ლიტანიას? - ეს კითხვა დღეს ვიცე-პრემიერს და ინფრასტრუქტურის მინისტრს დაუსვეს. მაია ცქიტიშვილის პასუხი იყო: არა!

„პირველ რიგში, ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ მკაცრად და ზედმიწევნით ყველა რეგულაცია, რომელიც უკვე დადგენილია, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, რომ აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს, ეს პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ნებადართული არ არის. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება. შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებულ ლიტანიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს მთავრობასა და ეკლესიას შორის კონსულტაციები. ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, შესაბამისად, ერთი ღამით აღნიშნული შეზღუდვა უნდა გაუქმდეს, ან ტაძრებში ლიტურგიას მრევლი ვერ დაესწრება.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system