თავში

ხვალ ოპოზიცია სხვადასხვა სახის საპროტესო აქციას გამართავს

ხვალ ოპოზიცია სხვადასხვა სახის საპროტესო აქციას გამართავს
ხვალ ოპოზიცია სხვადასხვა სახის საპროტესო აქციას გამართავს

ოპოზიციის ორგანიზებით, ხვალ სხვადასხვა სახის საპროტესო აქცია გაიმართება. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მელიას თქმით, საპროტესტო აქციები არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა რეგიონშიც ჩატარდება.

"ხვალ გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა თბილისში და არამხოლოდ თბილისში, რასაც ახლა არ დაავანონსებ, მაგრამ დილიდან ამ ყველაფერს იხილავთ.

ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, ოპოზიციური პარტია, ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული.

ხვალ, 19:00 საათზე "სირცხვილია" აქ, რუსთაველის გამზირზე, აქციას გამართვს, ჩვენ კი სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა სახის საპროტესო აქციას გავმართავთ, არამხოლოდ თბილისში," - განაცხადა ნიკა მელიამ.

რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system