თავში

ხვალ, პირველივე ტურში დავასრულებ არჩევნებს - კალაძე

ხვალ, პირველივე ტურში დავასრულებ არჩევნებს - კალაძე
ხვალ, პირველივე ტურში დავასრულებ არჩევნებს - კალაძე

საერთაშორისო დამკვირვებლები პოლიტიკოსებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი წინასაარჩევნო პერიოდზე პარტიების შეფასებებს ისმენენ.

საერთაშორისო დამკვირვებლებთან ცოტა ხნის წინ დასრულდა თბილისის მერის, კახა კალაძის შეხვედრა.  მისი თქმით შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო. კახა კალაძის მტკიცებით, მეორე ტურის საჭიროება აღარ იქნება, რადგან ხვალ, არჩევნებს პირველივე ტურში თავად მოიგებს.

"ზოგადად, რაც უფრო მეტი დამკვირვებელი გვეყოლება არჩევნებზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოება ელოდება, როგორი იქნება ქალაქი მომდევნო 4 წლის მანძილზე.

ვესაუბრე ამ საკითხებზე, ვესაუბრე ჩემს საარჩევნო კამპანიაზე და ასევე ვთქვი, რომ ხვალ პირველივე ტურში დავასრულებ არჩევნებს,"- განაცხადა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ კახა კალაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system