თავში

ხვალ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ - ხაზარაძე

ხვალ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ - ხაზარაძე
ხვალ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ - ხაზარაძე

ხვალ ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი, - აცხადებს "ლელოს" ლიდერმი მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელიც ხვალ გაიმართება, ქვეყანა კოალიციური მმართველობაზე გადავა.

„აქ არ არის საუბარი ერთი პარტიის, თუნდაც "ლელოს" გამარჯვებაზე, ხვალ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ. მე თუ არჩევანი მაქვს, რომ "ლელომ" გააუმჯობესოს თავისი შედეგი, მიიღოს გაცილებით მეტი ხმა, ვიტყოდი, რომ ჯობია ერთიანად მოიგოს ოპოზიციამ და ჩვენ გადავიდეთ კოალიციურ მმართველობაზე, დღეს ეს ბევრად მნიშვნელოვანია; დღეს ეს ბევრად სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ხალხს, განვითარებას.... არჩევნები სწორედ იმას ემსახურება, რომ ვერცერთმა ძალამ ვერასდროს საქართველოში ვერ მოიპოვოს მმართველობა ისეთი, როგორიც დღეს აქვს „ოცნებას" ან, როგორც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენი მთელი არსებობა და ბრძოლა იმისკენ მიდის, რომ „ლელო" შემოვიდეს ამ არჩევნებში და რა თქმა უნდა სხვა პარტიებთან ერთად, იყოს დამბალანსებელი, რომ აღარ მოხდეს ხელისუფლების და ძალაუფლების უზურპაცია. "ლელოს" აქვს ამბიცია, რომ იყოს კოალიციის ავანგარდში", - განაცხადა ხაზარაძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system