თავში

ხაბეიშვილისა და ნათელაშვილისთვის მანდატების შეჩერებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ხაბეიშვილისა და ნათელაშვილისთვის მანდატების შეჩერებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ხაბეიშვილისა და ნათელაშვილისთვის მანდატების შეჩერებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილისთვის და ,,ლეობორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეჩერებას მხარი დაუჭირა. 

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათ განცხადებებზე დღეს კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. საკითხს მმართველი გუნდის ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი.

პროცედურულად, ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილის მანდატების საკითხი ბიუროს გადაეცემა, რის შემდეგაც, 2 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

დაგეგმილია ბოიკოტის რეჟიმში მყოფი სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეჩერების საკითხიც. 

დანარჩენი 49 დეპუტატის საკითხს საკანონმდებლო ორგანოში ხვალ განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system