თავში

კობახიძე: ახლა მთავარია სპეცოპერაცია ბოლომდე წარმატებით დასრულდეს

კობახიძე: ახლა მთავარია სპეცოპერაცია ბოლომდე წარმატებით დასრულდეს
კობახიძე:  ახლა მთავარია სპეცოპერაცია ბოლომდე წარმატებით დასრულდეს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის პირველ ეტაპში მონაწილე სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

კობახიძემ სამხარეო პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავას საქციელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ  მძევლების გადასარჩენად მის მიერ ჩადენილი  საქციელი გამორჩეულია. 

"გამორჩეულია სამხარეო პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავას ქმედება, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩაენაცვლა მძევლებს და უზრუნველყო მათი უვნებლად განთავისუფლება. მადლობა სამართალდამცავ სტრუქტურებში მომუშავე თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ჩართული იყო სპეცოპერაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებაში. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელმაც სპეცოპერაციის დაგეგმვითა და ჩატარებით 43-ვე მძევლის უსაფრთხოდ განთავისუფლება უზრუნველყო. ახლა მთავარია სპეცოპერაცია ბოლომდე წარმატებით დასრულდეს. დარწმუნებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური მუშაობით ოპერაცია წარმატებით დასრულდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system