თავში

კობახიძე: ბუზი ბევრი ბზუის, გახარიასთან ყველა ტყუის

კობახიძე: ბუზი ბევრი ბზუის, გახარიასთან ყველა ტყუის
კობახიძე: ბუზი ბევრი ბზუის, გახარიასთან ყველა ტყუის

"ჩვენ გვყავს ერთადერთი ძლიერი და ღირესეული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი," - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მომავალი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში დაძლევს. 

"ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ჩვენ გვყავს რეალურად ერთადერთი ძლიერი და ღირესეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის და ის არის არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, არამედ ის არის ჩვენი ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა დაძლევს პანდემიიდან გამომდინარე პრობლემებს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში და ამის შემდეგ გვექნება ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიკური განვითარება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა," - განაცხადა კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system