თავში

კობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ ყალბი ვიდეო-გამოსახულება მზადდება

კობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ ყალბი ვიდეო-გამოსახულება მზადდება
კობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ ყალბი ვიდეო-გამოსახულება მზადდება

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით ოპოზიცია ყალბი ვიდეომასალის გამოქვეყნებას გეგმავს. 

მისი თქმით, გამყალბებლები Deepfake-ის პროგრამას გამოიყენებენ და "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ვიდეოგამოსახულებას სიტყვებს დაადებენ, რომლის შინაარსიც მან არ იცის.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, Deepfake. ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ. შეიძლება "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ვიდეოგამოსახულებას დაედოს სიტყვები, რომელსაც რეალურად არ ამბობს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი. რა შეიძლება ათქმევინონ, ეს არ ვიცი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system