თავში

კობახიძე: "ნაცმოძრაობას" ხელკეტებითა და ელექტროშოკებით შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს

კობახიძე: "ნაცმოძრაობას" ხელკეტებითა და ელექტროშოკებით შეიარაღებული
კობახიძე: ნაცმოძრაობას ხელკეტებითა და ელექტროშოკებით შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს

დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე, ჭანკოტაძეზე, შაშკინსა და  მელიაზე, რადგან მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობაზიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით,  ამ დაჯგუფების წევრები ყოფილი სამხედროები და პოლიციელები არიან და მათ იარაღის ტარების უფლებაც აქვთ. 

"პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე. ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისკენ. ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი", - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system