თავში

კობახიძე: რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება

კობახიძე: რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება
კობახიძე: რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.

,,ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს, ვადასტურებ, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება, ამაზე საუბარი არის ზედმეტი. საქართველოში შედგა არჩევნები ეს არჩევნები არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც თავისუფალი და კონკურენტული. "ქართული ოცნების" გამარჯვება არ ეკუთვნის მხოლოდ პარტიას ეს გამარჯვება ეკუთვნის იმ მილიონამდე ადამიანს ვინც მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას. ჩვენ ვერ დავთმობთ იმ გამარჯვებას, რომელიც მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system