თავში

კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს ბათუმში - სააკაშვილი

კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს ბათუმში - სააკაშვილი
კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს ბათუმში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდეტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს. ამის შესახებ მან ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზენტაციაზე შეკრებილ მხარდამჭერებთან ვიდეომიმართვისას გნაცხადა.

„დღეს ჩვენ გვემუქრება ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად გაავრცელეს ბათუმში, როდესაც ყველაზე დაავადებული ქვეყნიდან ხელოვნურად შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ. დამსვენებლები. ჩვენ გვემუქრება ჩვენი ჯანმრთელობის განადგურება, ტურისტული ინდიუსტრიის, ჩვენი ეკონომიკის, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის განადგურება, მაგრამ ყველაფერი ეს შემობრუნდება 31 ოქტომბერს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა. თქვენი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში იქნება ლევან ვარშალომიძე, ადამიანი, რომელიც აქამდე იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი. მან მიატოვა ეს ყველაფერი იმისათვის, რომ დაუბრუნდეს მშობლიურ ადგილს და დაასრულოს ის პროექტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ. გავა 500 წელი და ყველას ემახსოვრება, რომ ამ ხალხმა, ლევან ვარშალომიძემ და თითოეულმა თქვენგანმა შექმნა აჭარის ის სასწაული, რომელმაც გააოცა მთელი მსოფლიო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system