თავში

კორონავირუსის გამო საქართველოს პრეზიდენტმა 3 ქვეყანაში ვიზიტი გააუქმა

კორონავირუსის გამო საქართველოს პრეზიდენტმა 3 ქვეყანაში ვიზიტი გააუქმა
კორონავირუსის გამო საქართველოს პრეზიდენტმა 3 ქვეყანაში ვიზიტი გააუქმა

კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები გააუქმა. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები. გასაჯაროებამდე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეცნობა ჩვენს პარტნიორებს“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system